წითელათი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი – სპეციალისტების რეკომენდაცია

18:19, 21.08.2018

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო, ევროპის მასშტაბით, იმ ქვეყნების სამეულშია, სადაც წითელას ინფექციური ვირუსული დაავადებაა გავრცელებული. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მხოლოდ წელს, საქართველოში წითელათი ინფიცირების 1300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ვითარების გამოსწორების მიზნით, ცენტრის მთავარი რეკომენდაციაა ბავშვებისა და  ორსულთა იმუნიზაცია.

ცენტრის სპეციალისტების ინფორმაციით, იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია 20-დან 40 წლამდე ასაკის მოსახლეობაში. ამიტომ სახელმწიფო მათთვის აცრებს სრულად აფინანსებს.

მსგავსი