სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ გრიპის საწინააღმდეგო ოთხკომპონენტიანი 200 000 დოზა პრეპარატი შეიძინა. რისკჯგუფში შემავალი პირები უფასოდ აიცრებიან. ესენი არიან ქრონიკული დაავადების მქონე მოქალაქეები, ასევე 60 წლისა და უფროსი ასაკის პირები, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგები, ორსულები და ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები.