Wings for Life World Run – ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო მარათონი მსოფლიოში, რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. პროფესიონალი მორბენალები და მოყვარულები, ასევე ეტლით მოსარგებლეები ერთი მიზნით, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად ერთიანდებიან.
საერთაშორისო ღონისძიებას ტრადიციულად უერთდება საქართველოც. მარათონში მონაწილეობენ საქართველოს პირველი არხის თანამშრომლებიც. რა ხდება ამ წუთებში „დინამო არენაზე“, სადაც მონაწილეებმა სტარტი უკვე აიღეს, – ლევან ღუდუშაურის პირდაპირი ჩართვა ადგილიდან.