სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წილკანის მცხოვრებლები. მათი განცხადებით, პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულის განმავლობაში მწვავდება. პრობლემის არსებობის შესახებ ინფორმაციას ფლობენ ადგილობრივ მერიაში და მისი მოგვარების გზებზე საუბრობენ.