წიგნის პრეზენტაცია

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ საზოგადოებას ახალი წიგნი „ოქროს ბიჭების თაობა“ წარუდგინა.

გამოცემა  4-ტომეულის, – „ქართული ფეხბურთის საუკუნე”, – მეორე წიგნია. ის ჟურნალ „ათიანის” გამომცემლის და მთავარი რედაქტორის, გია გორგოძის საავტორო პროექტია.

4-ტომეული მიზნად ისახავს ქართული ფეხბურთის ისტორიის შეჯამებას და საუკეთესო წერილების თავმოყრას. წიგნი სხვადასხვა ავტორის მიერ პერიოდულ პრესასა და წიგნებში გამოქვეყნებულ წერილებს აერთიანებს.