წიგნები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებისთვის

წიგნები საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლებს. საქართველოს ფოსტამ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დღეს საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფლების – დიცის, არბოსა და მერეთის ბიბლიოთეკებს წიგნები გადასცა. შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ ახალგაზრდებთანაც. პროექტი ერთი წელი გაგრძელდება და საოკუპაციო ხაზის ყველა სოფლის ბიბლიოთეკას მოიცავს. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წიგნების თემატურად შერჩევას, ხოლო საქართველოს ფოსტა შეძენასა და მიწოდებას უზრუნველყოფს.