„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანაში, რომლის ორგანიზებასაც, ადგილობრივ დონეზე, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი ქვეყნების საფოსტო ოპერატორები ახორციელებენ.
საქართველოში კონკურსის ორგანიზატორია „საქართველოს ფოსტა“. კონკურსში, მსოფლიო მასშტაბით, მილიონობით მოზარდი იღებს მონაწილეობას და ქვეყნების რჩეულები, პირველი ადგილის მფლობელები, შემდგომ საერთაშორისო დონეზე აგრძელებენ ასპარეზს.
ახალი დღე