საფოსტო მარკების გამოფენა

„თქვენს სახელზე, 1805 წლიდან“ – საქართველოს ფოსტა გამოფენას მასპინძლობს, სადაც წარდგენილია საქართველოს ეროვნული არქივიდან მოპოვებული, საფოსტო საქმიანობის ამსახველი, ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტო-ვიდეო მასალა. აგრეთვე, ღონისძიებაზე გამოფენილია ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები. სხვა საკოლექციო მარკებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს პირველი არხის მარკაც.

გამოფენა 5 დეკემბრიდან, 10 დეკემბრის ჩათვლით გრძელდება.