ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს, OPERA CROWN-ს მასპინძლობს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში, მსოფლიოს 20 ქვეყნიდან 43 ვოკალისტი შეირჩა, რომელთაგან მეორე ტურში მხოლოდ 20 მომღერალი გადავიდა. მონაწილეებს საბოლოო გამარჯვებამდე, ჯამში სამი საკონკურსო ტურის გადალახვა მოუწევთ. კონკურსანტებს წამყვანი საოპერო თეატრებისა და სააგენტოების წარმომადგენლები აფასებენ. ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსს თბილისი მესამედ მასპინძლობს. OPERA CROWN-ს საფუძველი 2018 წლის მაისში ჩაეყარა და მას შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონკურსის საზეიმოდ 25 ნოემბერს დაიხურება.