ჭავჭავაძის, ქეთევან წამებულის და მელიქიშვილის გამზირების შემდეგ წერეთლის გამზირი – მერია კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს იწყებს.
წერეთელზე მიწისქვეშა კომუნიკაციების და სანიაღვრე ქსელის შეცვლა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იგეგმება. სამუშაოები აღდგომის შემდეგ დაიწყება და ცხრა თვეს მოიცავს. თუმცა, გამზირზე გზის სრულად ჩაკეტვა ამჯერად არ განიხილება. რეაბილიტაციის პროექტი სამანქანო გზის დავიწროებას და ავტობუსებისთვის სპეციალური ზოლის მოწყობასაც ითვალისწინებს. გეგმაშია 70-წლიანი ისტორიის მქონე დიდუბის ხიდის აღდგენაც.