„უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე„ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისაც განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყველაფერი, რაც გამარჯვების გეგმაშია ჩაწერილი, სრულიად რეალურია უკრაინის პარტნიორებისთვის. ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გრძელდება უკრაინისა და აშშ-ის, ასევე სხვა პარტნიორების მუშაობა „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრის მოსამზადებლად, რომელიც 12 ოქტომბერსაა დაგეგმილი.