„ვიზეარი“ მზადაა შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები, – ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიამ გაავრცელა.
„ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას“. „ვიზეარი“ აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდ-სიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას.
„ვიზეარის“ მიერ ქუთაისის აეროპორტში ბაზის გაუქმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა.