ვანის მუნიციპალიტეტში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დღეს დილით ამოქმედდა. მოქალაქეებს თერმოსკრინინგი საკონტროლო პუნქტებთან და საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უტარდებათ. ამ დროისთვის სკრინინგი 6 000 პირს უკვე ჩაუტარდა. რა ხდება ვანის მუნიციპალიტეტში და ხომ არ იგეგმება ვანის საკარანტინე სივრცედ გამოცხადება – ამის შესახებ #მოამბის კორესპონდენტი, ირმა ჭოლაძე ისაუბრებს ვანიდან.