ვანის მუნიციპალიტეტში დილიდან გადაადგილება მკაცრად კონტროლდება. ორ შესასვლელში მოწყობილია საკონტროლო-გამშვები პუნქტი და მიმდინარეობს თერმოსკრინინგი. ეს მას შემდეგ, რაც ვანის რაიონის ერთ-ერთ მკვიდრს კორონავირუსი აღმოაჩნდა. 75 წლის ქალი თბილისიდან არის დაბრუნებული, მისი ინფიცირების წყაროს ჯერ ისევ ადგენენ. ეპიდემიოლოგები ახლა მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს ამოწმებენ. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, საკონტაქტო წრე დადგენილია. ინფიცირებული ქალი ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში, სამტრედიის ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს.