საომარი მოქმედებები გრძელდება უკრაინაშიც. ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქში რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში განხორციელდა კიევზეც. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშვებულა. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვორონეჟის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა ნავთობის საცავზე.