ვითარება უკრაინაში

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 80-ჯერ დაარღვიეს. უკრაინის „გაერთიანებული ოპერაციების ძალების“ შტაბის ინფორმაციით, 72 შემთხვევაში საოკუპაციო ძალებმა მინსკის შეთანხმებით აკრძალული შეიარაღება გამოიყენეს. სროლების შედეგად, უკრაინის არმიის ერთი სამხედრო დაშავდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების დადანაშაულების მიზნით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მორიგი პროვოკაცია მოაწყვეს. გავრცელებული ცნობით, რუსმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტ ლობაჩევოდან ლუგანსკის მიმართულებით მძიმე შეიარაღებიდან გახსნეს ცეცხლი.