ვითარება თურქეთში - ელჩის კომენტარი

საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს თურქეთში საქართველოს საელჩო. საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან. 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადმოასვენეს საქართველოში. ორ მოქალაქესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაზიანთეპსა და ისქანედრუნში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანისა და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე. სტიქიის ზონაში, კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა.

დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთსა და სირიაში – ბოლო ინფორმაცია მოამბეში