შოვში, სტიქიის ზონაში მუშაობა უწყვეტად გრძელდება. ტრაგედიის ადგილი თითქმის სრულად დამუშავებულია – დარჩენილია დაახლობით 26%, რაც შესამოწმებელია. დილიდან სამძებრო-სამაშველო ოპერაციის ახალი მიმართულებები განისაზღვრა. გაფართოებულია საძიებო პერიმეტრიც. სტიქიის სალიკვიდაციო და უკვე შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა დამატებითი განმარტება გააკეთა.
შალვა სუმბაძე დეტალებით შოვიდან.