ვითარება სტიქიის ზონაში

შოვში ცხრა დაკარგულ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ – სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა. პროცესი კიდევ უფრო გაფართოებულ პერიმეტრზე მიმდინარეობს. სამუშაობში სამაშველო ბრიგადები, ჯარი და მძიმე ტექნიკაა ჩართული. ტრაგიკული მოვლენის შედეგად 24 გარდაცვლილია. ცხედრების ნაწილის იდენტიფიცირება ისევ მიმდინარეობს.

სტიქიის ზონაში „მოამბის“ რამდენიმე გადამღები ჯგუფი მუშაობს. შალვა სუმბაძე გვიერთდება შოვიდან პირდაპირ ეთერში. ადგილზე იმყოფებიან შს მინისტრი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.