შოვში სტიქიის დროს დაღუპული რამდენიმე მოქალაქე დღეს დაკრძალეს. მათი სამოქალაქო პანაშვიდი ონში გაიმართა. პარალელურად, უკვე მეათე დღეა, სტიქიის ზონაში ცხრა ადამიანს ეძებენ. სამძებრო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა გუშინ ღამით სამაშველო ოპერაცია დროებით შეჩერდა. მიზეზი წვიმა და მდინარე ბუბას ხეობაში დაწყებული ქვათაცვენა იყო.
გამოდარებასთან ერთად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, დღეს დილიდან ვერტმფრენისა და დრონის საშუალებით ტერიტორია კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.
რა ვითარებაა ახლა შოვში, თეონა ხუბულავა მუშაობს რაჭაში და მას პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ.