ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის

სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, სადაც დროებით რუსული კონტინგენტია განლაგებული, ახალი სანგრების გათხრა სცადეს. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე განცხადებით, სანგრები აზერბაიჯანის არმიის პოზიციების წინ, ხოჯავენდის მიმართულებითაა გათხრილი. სომხური მხარე აღნიშნულს უარყოფს და მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.