ილჰამ ალიევის განცხადება

„ახლა სომხეთთან მშვიდობასთან ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოს მე-11 გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა, როგორც დღეს. ეს არის ყარაბაღის მეორე ომის შედეგი“, – აღნიშნა ალიევმა.

ასევე მისივე თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას დადებითი შედეგები ექნება კონფლიქტების დარეგულირებისთვის. მისი განცხადებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ცვლილებები შეიძლება ლოკალური ჩანდეს, თუმცა სინამდვილეში მათ ბევრად უფრო ფართო შედეგები აქვთ, რადგან ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი გეოპოლიტიკური ცვლილება გახდა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული აღდგენა. როგორც ალიაევმა აღნიშნა, ეს ნამდვილად არის ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება, რომელსაც ექნება ბევრი დადებითი შედეგი ისეთი კონფლიქტების მოსაგვარებლად, რომლებიც მოუგვარებელი ჩანს.