2020 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ. ორივე მხარეს მსხვერპლია. ვითარების ესკალაციაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და მოსკოვიდან ორივე ქვეყანას ძალადობის შეწყვეტისკენ და პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდებენ. ბაქოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. ვაშინგტონში არ გამორიცხავენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სიტუაციის დაძაბვა რუსეთის ინტერესებში შედის, რათა მსოფლიო თანამეგობრობამ უკრაინის ომიდან ყურადღება სხვაგან გადაიტანოს. ერევანსა და ბაქოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელსაც ელოდებიან. სომხეთის მოთხოვნით, უკვე შედგა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საგანგებო სხდომა. შეიკრიბა ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოც, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ არსებულ დაძაბულ სიტუაციაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაც ჩანიშნეს.