შიდა ქართლის კლინიკებში არსებულ ვითარებას ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნო. დიმიტრი ხუნდაძე „გორმედის“ ხაშურის საავადმყოფოში ცხელების ცენტრში იმყფეობდა.
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისიდან ოთხი პირის ნიმუში, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნა, უარყოფითია. პირებს, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული სპორტსმენის ძმასთან, კორონავირუსის ინფექცია არ დაუდასტურდათ. ამ დროისთვის, შიდა ქართლში, თვითიზოლაციაში 146 პირი რჩება. გრძელდება გორში საკონტროლო პუნქტებზე კონტროლი. ბოლო 24 საათის განმავლობაში 6000-დე პირმა გაიარა თერმოსკრინინგი. საკარანტინო წესის დარღვევისთვის კი ექვსი პირი დაჯარიმდა.