ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გალისა და ახალგორის სკოლებში, ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვა შემაშფოთებელია. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხშირია პედაგოგთა და სკოლის დირექტორთა გათავისუფლება ეთნიკური ნიშნით. მინისტრი მოუწოდებს ოკუპირებულ რეჟიმს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები და მოსახლეობას მიეცეს თავისუფალი გადაადგილების საშუალება.