ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთ ჯგუფს შეურთდა. ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი „ტვიტერის“ საშუალებით ავრცელებს. ერიკ ჰოგი მადლობას უხდის მას მტკიცე მხარდაჭერისთვის. და ამასთან, ადგილზე მონიტორების მუშაობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.