ვითარება რუსთაველზე

პარლამენტის შენობასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია, დღეს საღამოს 7 საათზე კვლავ განახლდება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნით გეგმავენ შეკრებას. რუსთაველის გამზირი დღეს დილამდე გადაკეტილი იყო. ორი აქციის მონაწილეებმა ღამე პარლამენტის შენობასთან გაათენეს. ლევან ვასაძის მხარდამჭერებმა ტერიტორია ისე დატოვეს, რომ საკუთარი სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ.