აქცია პარლამენტთან

მორიგი საპროტესტო აქცია დედაქალაქში – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე არიან შეკრებილები. მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით, „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან გაემართა.

პარალელურად, 9 აპრილის ბაღში შეიკრიბნენ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტების ნაწილი, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ და შემდეგ უკვე სამი მოსმენით დამტკიცებულ კანონპროექტს, ახლა პარლამენტთან აპროტესტებენ.

აქცია-მსვლელობას აშუქებს ჩვენი ჟურნალისტი კესო ქაფიანიძე, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – გაჟღერდა თუ არა კიდევ ერთხელ მოთხოვნები და რას აცხადებენ აქციის მონაწილეები?