ყარაბაღის ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიის რეგიონი ახალი გამოწვევის წინაშეა – ორი სამხედრო წვრთნა და გააქტიურებული პოლიტიკური მოლაპარაკებები.
შარშანდელი საომარი მოქმედებების შემდეგ შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარება არახელსაყრელი აღმოჩნდა ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის. ირან-აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზოლში ვითარების გართულების ერთ-ერთი მიზეზი საავტომობილო გზაზე ირანული სატვირთო ავტომობილებისთვის შექმნილი დაბრკოლებები გახდა. ირანმა სიტუაციის დაძაბვას აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო წვრთნების დაწყებით უპასუხა. წვრთნები გამართა აზერბაიჯანმა და თურქეთმაც. ირანი იმუქრება, რომ კავკასიაში საზღვრების ცვლილებას არ დაუშვებს.