რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

საომარი მოქმედებები უკრაინაში გრძელდება – დნიპროში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა. დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, ადგილობრივ საავადმყოფოში 12 ადამიანია გადაყვანილი, მათ შორის ხუთი მცირეწლოვანი. დაშავებულთა მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

პარალელურად, კურსკის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. უკრაინელებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს, რის შედეგადაც საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.