რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ომი უკრაინაში გრძელდება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსული მხარის მიერ გაშვებული 24 უპილოტო საფრენი აპარატიდან 17 გაანადგურეს. ამასთან, ბოლო 24 საათის განმავლობაში 76 სამხედრო შეტაკება მოხდა. პარალელურად, უკრაინელმა მებრძოლებმა კრივი-რიჰის რაიონში მტრის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს. პარალელურად, გასული დღის განმავლობაში რუსულმა მხარემ სუმის რაიონის ტერიტორიაზე 40 თავდასხმა განახორციელა. საარტილერიო დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.