რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

უკრაინაში ომი გრძელდება – ოდესაზე საჰაერო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა, მათ შორის ხუთი ბავშვია. რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა გუშინ დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. შედეგად, სახლის ნაწილი ჩამოინგრა.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია. მისი თქმით, დონეცკის ოლქში კურახოვოში რუსული თავდასხმის შედეგად 16 დაჭრილს შორის ორი ბავშვია. დაშავებულთაგან ორი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. დაზიანდა 15 მაღალსართულიანი შენობა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტის მიმართულებით.