მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს თეთრიწყაროში, რომელიც გუშინ ჩაიკეტა. ადგილზე მოწყობილია სამი საკონტროლო-გამშვები პუნქტი. დილის მონაცემებით, თეთრიწყაროში კოვიდ 19-ის 20 დადასტურებული შემთხვევაა, ადგილზე ელოდებიან ლუგარის ლაბორატორიის წარმომადგენლებსაც.
ბლოკ-პოსტთან იმყოფება მოამბის კორესპონდენტი, რუსუდან ლოლაძე.