დღესვე „როიტერმა“ სირიის ქალაქ ჯანდარისში დრონიდან გადაღებული კადრები გაავრცელა. მასალაში კარგად ჩანს სირიის პატარა ქალაქში მომხდარი ნგრევის მასშტაბები. დასახლების დიდი ნაწილი ახლა ნანგრევების გროვად არის ქცეული. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება, თუმცა გადარჩენილების პოვნის შანსი, მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგ, დღითიდღე მცირდება. სტიქიამ სირიაში ამ დროის მონაცემებით, 3,500-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.