ვითარება მარტვილის ეპარქიაში - გიორგი ანდრიაძის განცხადება

გიორგი ანდრიაძე ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულ ვითარებას ეხმაურება. ის მეუფე სტეფანეს მიერ სასულიერო პირებისთვის მღვდელთმსახურების უფლების ჩამორთმევას ეკლესიის ფუნქციონირებისთვის სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.

ანდრიაძის თქმით, ჭყონდიდის ეპარქიაში სამწუხარო პროცესები მიმდინარეობს, რომელიც არა მხოლოდ შიდასაეკლესიო, არამედ მთელი საზოგადოებისა და სახელმწიფოებრივი პრობლემაა.