ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი კვლავ საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას. საქართველოში შემომსვლელთა ნაკადი დილიდან ისევ შემცირებულია. პირები, რომლებიც საზღვარს კვეთენ, აცხადებენ, რომ რუსეთის მხრიდან მესაზღვრეები აღარ უშვებენ ქვეითად ან ველოსიპედით მყოფ მოქალაქეებს. საზღვრის გადმოკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ტრანსპორტით. ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველები კი აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ომში უკვე წაიყვანეს.