ვითარება ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე

ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობს. რუსეთის მხრიდან ავტოკოლონის კილომეტრიანი რიგებია. საქართველოში შემოსვლის მსურველთა ნაწილი საზღვარზე ფეხით გადმოდის, ნაწილს კი საზღვრის კვეთაზე უარს ეუბნებიან.

რუსული მედიის ინფორმაციით, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან, ვლადიკავკაზის მხრიდან სამხედრო კომისარიატის მობილიზაციის პუნქტი ეწყობა.

პარალელურად, რუსეთიდან შემოსული და საქართველოდან რუსეთში გასული მოქალაქეების რაოდენობასთან დაკავშირებით, მონაცემებს ავრცელებს შსს.