რუსეთი საზღვრებზე კონტროლს ამკაცრებს

ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს, რუსეთი კი გამშვებ პუნქტზე კონტროლს აძლიერებს.

ვლადიკავკაზიდან საქართველოსკენ მომავალი ავტოკოლონის კილომეტრიანი რიგია. რუსეთის მხარეს რამდენიმე საათის წინ ჯავშანტრანსპორტიორიც გამოჩნდა. უშიშროების სამსახურში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საზღვარზე წესრიგის უზრუნველსაყოფად არის მიღებული. პარალელურად „ბიბისი“ წერს, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსალოდნელია ოფიციალურმა მოსკოვმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს და საზღვრები დახუროს.

გიორგი კობერიძე მუშაობს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან.