ვითარება ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან

ლარსზე სიტუაცია შეცვლილია.

წინა დღეებთან შედარებით, რუსეთიდან შემომსვლელ მოქალაქეთა რაოდენობა შედარებით შემცირდა, რაც სტატისტიკის გარდა ვიზუალურადაც შესამჩნევია. ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გეგმას გამოქცეული პირები სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ძირითადად ავტომობილებით შემოდიან. სატრანსპორტო საშუალებების კოლონა და რიგი კვლავ არის, თუმცა ახალმა ნაკადმა იკლო. მასობრივი გადინების გამო საზღვრის რუსეთის მხარეს შეზღუდვებია ამოქმედებული, თუმცა მოქალაქეთა ნაწილი საზღვრის გადმოკვეთას მაინც ახერხებს.