ვითარება კურორტებზე

ზამთრის კურორტებზე ისევ წყლის მიწოდების პრობლემაა. ბაკურიანში 20 სასტუმრო კომპლექსს და „კოხტა მიტარბის“ ტერიტორიას წყალი რამდენიმე დღეა შეფერხებით მიეწოდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემა დამსვენებლების ჭარბმა რაოდენობამ და წყლის სიმცირემ გამოიწვია.  წყლის მიწოდების პრობლემა აქვს გუდაურში, ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მდებარე „რედკოს“ კორპუსებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ ამჯერად შეფერხება ახალმა პრობლემამ გამოიწვია, რაც მილების გაყინვას უკავშირდება. „რედკოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ტურისტების მომსახურება უჭირთ, რადგან მათ წყლით ვერ უზრუნველყოფენ, შესაბამისად, დამსვენებლები კურორტს ტოვებენ.