განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა მარნეულის შესასვლელი. პერიმეტრს თავდაცვის და საპოლიციო ძალები აკონტროლებენ. რაიონში შესვლა და გამოსვლა, ცალკეული გამონაკლისის გარდა, ისევ აკრძალულია. სოციალური დახმარებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო, დღეს ადგილობრივ ხელისუფლებას პოლიტიკური პარტიების მისამართით სპეციალური განცხადების გაკეთება დასჭირდა.