ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე გარემოვაჭრეები ტაძრის გახსნას ითხოვენ.
ტაძარი მისი წინამძღვრის გადაწყვეტილებით, უკვე მეორე დღეა დაკეტილია. მოვაჭრეები მონასტერთან არიან შეკრებილები და წინამძღვრის, მამა კონსტანტინეს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ბრალდება ქაოტურ გარევაჭრობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, რადგან ისინი წლებია მათთვის გამოყოფილ ადგილას საქმიანობენ და ხელს არ უშლიან არც საავტომობილო მოძრაობას და არც ვიზიტორებს.
ადგილზე იმყოფება მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიც. გოგიტა კაპანაძის თქმით, აქვთ სპეციალურად დამზადებული სავაჭრო დახლები, რომლის დადგმის უფლებასაც ტაძრის წინამძღვარი არ აძლევს. ადგილზე ჯერ არ გამოჩენილა მამა კონსტანტინე.
მცხეთაში, ჯვრის მონასტერი მღვდელმსახურებმა გუშინ დაკეტეს.