ფილიპ რიკერი მცხეთას ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი მცხეთაში იმყოფებოდა, სადაც ჯვრის მონასტერი დაათვალიერა. გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნული კვლევითი ცენტრის პროექტი, რომელიც აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ითვალისწინებს მცხეთის ჯვრის დიდი ტაძრის საფასადო წყობის ქვების კონსერვაციასა და რესტავრაციას. პროექტის განსახორციელებლად, 2019-2020 წლებში ორჯერ გამოიყო აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის გრანტი. მცხეთის ჯვრის ტაძრის დაცულობის უზრუნველსაყოფად, გიორგი ჩუბინაშვილის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა მოამზადა პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ტაძრის საფასადო ქვების გამაგრებას. ჯვრის მონასტრის დათვალიერებამდე ფილიპ რიკერი ილია მეორეს შეხვდა. მან საქართველოს პირველ არხთან რეგიონული ტურნეს შესახებ ისაუბრა.

მოამბე

დატოვე კომენტარი