უამინდობის გამო შეზღუდვებია ქვეყნის ავტო-მაგისტრალებზე.
თოვისა და ლიპყინულის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთან, როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, მლეთა-გუდაურისა და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ – ზვავდამცავი გვირაბების გავლით. გარდა ამისა შეზღუდვები მოქმედებს საჩხერე-რაჭისა და ტყიბული-ამბროლაურის გზის მონაკვეთზე.