ვითარება გუმათში

პროტესტის 223-ე დღე რიონის ხეობაში. „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები სოფელ გუმათში რკინის ჯებირებთან არიან შეკრებილები. მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ წევრები ამბობენ, რომ დღეს 19 საათზე კვლავ გაიმართება მხარდამჭერებთან შეხვედრა, სადაც პროტესტის გეგმებსა და ფორმებზე ისაუბრებენ. დღის ბოლოს კი, კვლავ „ხმაურის აქცია“ არის დაანონსებული. ამასთან, ვარლამ გოლეთიანის განმარტებით, ორშაბათს, ქუთაისში „ენკას“ ოფისთან, გუმათიდან დაგეგმილია მსვლელობა. აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, რომ ამ დროისთვის გამომსვლელებს რიონის ხეობაში შესასვლელი ექვსი გზა აქვთ გადაკეტილი და „ენკას“ სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

მოამბე