გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები ახალ ეტაპზე გადადის. დასასრულს უახლოვდება გადახურვის სამუშაოები. პროცესში ჩართულები არიან უცხოელი ექსპერტებიც. მათი მოლოდინია, რომ ახალი გადახურვა ფრესკებს დაზიანებისგან დაიცავს და წყლის ჩამოსვლის საფრთხე აღარ იქნება. მოზაიკის დაზიანებაზე ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციაზე დღეს განმარტებების გაკეთება გახდა საჭირო.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი ფაქტს უარყოფს, მოზაიკის ავთენტურად შენარჩუნებას ადასტურებენ უცხოელი ექსპერტებიც. როგორ მიმდინარეობს რესტავრაციის პროცესი და არის თუ არა კედლის მხატვრობის დაზიანებული კერების გადარჩენის შანსი – თამუნა ჯალაღონია დეტალებით.