პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ მოთხოვნა

პარტია „ლელო“ კულტურის მინისტრს მოუწოდებს გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე დაუყოვნებლივ წარადგინოს სამოქმედო გეგმა. „ლელოს“ წევრები ამ განცხადებით გამოეხმაურნენ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნას, რომელიც გელათში არსებული მდგომარეობის შეფასებას ეხება. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, დასკვნა კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მონასტერში ვითარება არის მძიმე და ჩანს, რომ პროცესში დარგის სპეციალისტები არ არიან ჩართულები.