სასულიერო და საერო პირების მონაწილეობით, მშვიდობიანი აქცია გაიმართა დავით გარეჯის მონასტერთან.
ადგილზე სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმსახურები და მრევლი შეიკრიბნენ. გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია, – აქციის მონაწილეებმა დღეს ჩიჩხიტურის კოშკამდე მისასვლელ გზაზე, სიმბოლური ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და სამონასტრო კოპლექსის ტაძრები მოილოცეს. აქციის მონაწილეებმა დავით გარეჯის ტერიტორია უკვე დატოვეს.