ვითარება დავით გარეჯში

ვითარება დავით გარეჯში.

არქიმანდრიტ კირიონის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა უდაბნოს მონასტერი ჩაკეტეს და სასულიერო პირებს აღარ უშვებენ.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქედს მიღმა გადამსვლელი ნაკადი შეზღუდეს და საკითხის გადაწყვეტას დრო სჭირდება. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია, რომ დარეგულირდეს პრობლემა და შეუფერხებლად მოხდეს პილიგრიმებისა თუ ტურისტების გადაადგილება.