ვითარება დაბა ადიგენში

ამ წუთებში დაბა ადიგენში მოსახლეობაა შეკრებილი. ისინი დაბაში ერთ-ერთ კერძო საცხოვრებელ სახლში მუსლიმური სამლოცველოს არსებობას აპროტესტებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მოსახლეობასთან ერთად იმყოფებიან სასულიერო პირები, მათ შორის ზარზმის მონასტრის წინამძღვარი ნიკოლოზ გეწაძე, რომელიც ამბობს, რომ დაბაში არ არსებობს სამლოცველოს აუცილებლობა, რადგან იქ არცერთი მუსლიმი ოჯახი არ ცხოვრობს. საკულტო ნაგებობისა და სახლის გამიჯვნა კი კანონმა უნდა მოახდინოს. დღეს საცხოვრებელ სახლში პარასკევის ლოცვა 13:30 საათზეა ჩანიშნული.